სიღნაღს იაპონელი სტუმრები ეწვივნენ
სიღნაღს იაპონელი სტუმრები ეწვივნენ. მათ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა საკუთარ კაბინეტში უმასპინძლა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ცნობილი იაპონელი მომღერალი ტოკიკო კატო, მისი მენეჯერი ტაკაჰაში დაიჩი, ტელეპროგრამის პროდიუსერი საკაი იუტაკა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქაეთველოს ოფისის ხელმძღვანელი, ჰიროიუკი მორი.
შეხვედრაზე მათ საქართველო-იაპონიის ურთიერთობაზე, კულტურულ ტრადიციებზე, ხელოვნებაზე ისაუბრეს.
საუბრის დასასრულს სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ, რაც ოქტომბრის თვეში, იაპონელი მომღერალის ტოკიკო კატოს მონაწილეობით დაგეგმილი კონცერტის ორგანიზებას გულისხმობს.
ოფიციალური შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ქალაქი, ეროვნული მუზეუმი და სოფელ მირზაანში არსებული ნიკო ფიროსმანის მუზეუმი მოინახულეს.