ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა

8 აგვისტო, 2023
8 აგვისტოს ომის გმირის, გოგა აბრამიშვილის, ხსოვნის პატივსაცემად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და თვითმმართველობის წარმომადგენლები გმირთა მემორიალთან შეიკრიბნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა და საჯარო მოხელეებმა გოგა აბრამიშვილის ოჯახის წევრებთან ერთად, მის საფლავზე, გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამა მიქაელმა (დალაქიშვილი) გმირის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.
გოგა აბრამიშვილის ხსოვნას პატივი მიაგეს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წევრებმა.
გიორგი აბრამიშვილი 2008 წლის 12 აგვისტოს გორში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ჰოსპიტალის დაბომბვის დროს დაიღუპა. მას მეუღლე და სამი შვილი (ტყუპი ქალიშვილი და ერთი ვაჟი) დარჩა.
სიღნაღში ქუჩა, სადაც გოგა აბრამიშვილი დაიბადა და გაიზარდა, 2009 წლიდან სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, მისივე სახელს ატარებს.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში გლოვის ნიშნად დაშვებულია დროშა.
სახელმწიფო დროშა დაშვებულია ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

 

გააზიარე