სამუშაო შეხვედრა
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში მოახლოებულ რთველთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადილემ გივი მეტრეველმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან და მერის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს რთველთან დაკავშირებული საორგანიზაციო საკითხები.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მიიღეს საჭირო ინფორმაცია და რეკომენდაციები რათა 2023 წლის რთველი ორგანიზებულად და შეუფერხებლად წარიმართოს.