ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფრასტრუქტურული პროექტები

14 სექტემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მაღაროსა და ნუკრიანში მიმდინარე ინფრასტრუქრუტული პროექტები დაათვალიერა და სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოფელ მაღაროსა და ნუკრიანში შიდა საუბნო საავტომობილო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ამ დროისთვის სანიაღვრე სისტემების მოწყობა დაიწყო, ხოლო ნუკრიანში ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობა და დასასვენებელი სკვერის ნაწილობრივი რეაბილიტაცია დასრულდა.

 

გააზიარე