ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა

27 სექტემბერი, 2023
27 სექტემბერს, სოხუმის დაცემიდან 30 წელი გავიდა. ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, დილიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციული ორგანოს შენობაზე დროშები დაეშვა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა თანამშრომლებთან და ქ. სიღნაღში "ქიზიყელ ვეტერან-მეომართა კავშირის" წარმომადგენლებთან ერთად, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებში გარდაცვლილ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მამა მიქაელმა დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა და ვეტერანთა კავშირის წარმომადგენელმა თამაზ ბურდულაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მათ გაიხსენეს საქართველოს ისტორიული წარსული, ომისდროინდელი მოვლენები, ისაუბრეს იმ გმირებზე, ვინც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდა ქვეყანას.

 

გააზიარე