ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სიღნაღში ტოკიკო კატოს კონცერტი გაიმართა

17 ოქტომბერი, 2023
იაპონიის საელჩოს, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს ორგანიზებით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თეატრში ცნობილი იაპონელი მომღერლის, ტოკიკო კატოს კონცერტი გაიმართა.
საღამოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელთან ჰიროიუკი მორისთან, მოადგილეებთან და მუსიკის მოყვარულებთან ერთად ესწრებოდა.
ტიკიკო კატომ სიღნაღელი მსმენელის წინაშე მსოფლიო ჰიტებს შორის ქართული „სულიკო“ და „თბილისო“ შეასრულა, რამაც დამსწრე საზოგადოების აღფრთოვანება გამოიწვია.
ტოკიკო კატო 1943 წელს ქალაქ ხარბინში დაიბადა. მეორე მსოფლიო ომის დასასრულების შემდეგ, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარ ოჯახთან ერთად, იაპონიაში გადასახლდა. 1965 წელს შედგა მომღერლის საესტრადო დებიუტი. მან საერთო ჯამში 80 ალბომი და მრავალი ჰიტი შექმნა.

 

გააზიარე