საკრებულოს ანგარიში
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილმა და პარტიიდან ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ პროპორციული სიით არჩეულმა საკრებულოს წევრებმა 2022 წლის 1 ნოემბრიდან 2023 წლის 10 ოქტომბრამდე გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინეს.
ანგარიშის მოსმენას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი, მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დავით ჯანიკაშვილმა მიმდინარე წელს განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების, კომისიებისა და ფრაქციის გაწეულ საქმიანობაზე ისაუბრა.
დამსწრე საზოგადოებამ საკრებულოს თავმჯდომარისა და წევრების ერთი წლის მუშაობის ანგარიში დადებითად შეაფასა.