სოფელ ქვემო ბოდბის გზის რეაბილიტაცია
სოფელ ბოდბის და ქვემო ბოდბის დამაკავშირებელ გზაზე ასფალტის დაგება დაიწყო.
პროექტი მსოფლიო ბანკის, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს.
პროექტი ასევე, სოფელ ბოდბეში ცენტრალური გზის, „ბოხორის“ და „ინტერნატის“ უბნის გზის და ქვემო ბოდბეში „გონთხევის“ უბნის გზის მონაკვეთების რეაბილიტაციას მოიცავს.
პროექტის მიხედვით, ჯამში, 9 კილომეტრის სიგრძის გზა მოეწყობა.