ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტურიზმის განყოფილების ანგარიშის წარდგენა

14 დეკემბერი, 2023
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტურიზმის, საგარეო ურთიერთობისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების უფროსმა ნოე ელიზბარაშვილმა მიმდინარე წელს გაწეული მუშაობისა და განხორციელებული აქტივობების შესახებ თვითმმართველობის წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინა.
მიმდინარე წელს ტურიზმის განყოფილებამ მნიშვნელოვანი სამუშოა გასწია სტატისტიკური მონაცემების, ტურისტული ობიექტების მოკვლევის და შეფასების, ასევე, ტურისტული რუკების, საძიებო სისტემების, ინფორმაციის დამუშავების კუთხით. შეხვედრაზე ასევე, სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა ტურიზმის განყოფილების თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ქალაქ სიღნაღისთვის აღნიშნული მიმართულებით განვითარება არის პრიორიტეტი და მხარდაჭერისთვის მზაობა გამოთქვა.
ინფორმაცია ტურისტული ობიექტების, ღონისძიებების, საფეხმავლო ტურების და მარშუტების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ:

 

გააზიარე