მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება
გარე განათების მოწყობა, არსებული სკვერის ნაწილობრივი რეაბილიტაცია და სასაფლაოს შემოღობვა ის საკითხებია, რომლებიც ადგილობრივმა მოსახლეობამ პრიორიტეტულ მოსაგვარებელ საკითხად დაასახელა.
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ილია ბაიდოშვილი, მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები სოფელ ზემო მაღაროს, მაღაროსა და ილიაწმინდის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს სოფლებში არსებული საჭიროებები და მოქალაქეებს პროგრამით გათვალისწინებული პრიორიტეტები გააცნეს.
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ მიზნად საერთო გადაწყვეტილების შედეგად პრიორიტეტული პროექტების გამოვლენას და მოქალაქეთა მონაწილეობას ისახავს.