ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მხატვრული კალიგრაფიის კონკურსი

28 მარტი, 2024
დღეს, ქალაქ სიღნაღის საქალაქო ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკის მენეჯერის ლია ხატიაშვილის და ნოდარ პაპუაშვილის თაოსნობით, ააიპ „საგანამანათლებლო და სახელოვნებო მომსახურების ცენტრის“ მხარდაჭერით, ბავშვთა მხატვრული კალიგრაფიის კონკურსი გაიმართა.
მასში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლების ოცდაათმა მოსწავლემ მიიღო.
ღონისძიებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ხათუნა აღამონაშვილი, საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ნანობაშვილი, ჟურნალ ,,ლიტერატურული სიღნაღი''-ის რედაქტორი ანზორ სიფრაშვილი, ა(ა)ი.პ. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურების ცენტრის დირექტორი ნათია ნადიკაშვილი, გამომცემლობა „წიგნიერის“ ხელმძღვანელი მზია რაზმაძე, მოწვეული სტუმრები, ტურიზმის და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მონაწილეთა ნამუშევრები ჟიურის შეფასების შემდეგ ასე გადანაწილდა:
I ადგილი - ნინო ათაბეგაშვილი, სიღნაღის სამხატვრო სკოლა;
II ადგილი - მარიამ ვარამაშვილი, ანაგის საჯარო სკოლა;
III ადგილი - ნინო ვარდიაშვილი, ანაგის საჯარო სკოლა;
ღონისძიების დასასრულს ბიზნესის და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა, ჟიურის წევრებმა გამარჯვებულები და სხვადასხვა ნომინაციაში დასახელებული მონაწილეები ფასიანი საჩუქრებით და ფულადი თანხით დააჯილდოვეს.
კონკურსის მიზანია ქართული კულტურის მნიშვნელოვანი მონაპოვრის – ქართული დამწერლობისა და ქართული კალიგრაფიის პოპულარიზაცია, ხელით წერით კულტურის განვითარება და კონკურსანტების შემოქმედებითი უნარის წარმოჩენა.

 

გააზიარე