სოფელ ილიაწმინდის შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო
ილიაწმინდის ორ უბანში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია დაიწყო.
ამ ეტაპზე მიწის ვაკისის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ორივე უბანში, პროექტის ფარგლებში ორფენოვანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყობა.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 1.5 კმ გზის დაგებას ითვალისწინებს.