9 აპრილი
#დღეს, 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს, ხოლო სასულიერო პირმა ამ დღეს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
35 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული დღიდან. ამ დღეს 21 ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმეს, რომელთა შორისაც არის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მკვიდრი, 16 წლის ეკა ბეჟანიშვილი. მათმა თავგანწირვამ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს დამოუკიდებლობას. ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოცხადდა.