ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

"აწარმოე საქართველოში" საინფორმაციო შეხვედრა

17 April, 2024
დღეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის ბიზნეს კონსულტანტმა სალომე იანვარაშვილიმა კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი პავლიაშვილი, მერის მოადგილეები დავით დურგლიშვილი, გოჩა ვარდიაშვილი, ადგილობრივი მეწარმეები და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“კახეთის საკონსულტაციო ცენტრის კონცეფციის შესახებ.
საკონსულტაციო ცენტრი კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ მეწარმეებს შესთავაზებს საკონსულტაციო მომსახურების თანადაფინანსებისა და ბიზნეს უნარების გაუმჯობესების სერვისებს, აგრეთვე ნებისმიერი დაინტერესებული პირს ექნება შესაძლებლობა მიიღოს საინფორმაციო მომსახურება არამხოლოდ სააგენტოს, არამედ ქვეყანაში არსებულ სამთავრობო და არასამთავრობო პროექტების შესახებ.

 

გააზიარე