სოფელ ვაქირში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, პირველ მოადგილესთან დავით დურგლიშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვაქირში ე.წ. "დავითაანთ" უბნის გზის მშენებლობის სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
ამ ეტაპზე გზაზე რკინა ბეტონის დასხმა მიმდინარეობს. გზის სიგრძე 860 მეტრია.
პროექტი სანიაღვრეების მოწყობასაც ითვალისწინებს.
გზის რეაბილიტაცია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.