ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

22 May, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტი 20 მაისიდან ამოქმედდა. ავტობუსები ყოველდღე 07:00 საათიდან 20:00 საათამდე მოძრაობს.
მგზავრობის ღირებულება 1 ლარით განისაზღვრა. ასევე, დაწესდა შეღავათიანი ტარიფი.
შეღავათიანი ტარიფით სარგებლობის მისაღებად შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეებმა განცხადების დასაწერად მიაკითხეთ ადმინისტრაციულ ერთეულებს, დამატებითი კითხვების შემთხვევაში კი მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში.
შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლე მოქალაქემ განცხადების წარდგენისას თან უნდა იქონიოს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, პენსიონერმა - საპენსიო ბარათი.
შეღავათით სარგებლობენ ⤵️
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პენსიონერები,
  • იძულებით გადაადგილებული პირები,
  • ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები,
  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები,
  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს,
  • მრავალშვილიანი მშობლები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს,
  • მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირები, რომელთა ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს,
  • სიღნაღის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სიღნაღის მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოს“ ბენეფიციარები.

✅ ზემოთ ჩამოთვლილი მოქალაქეებისთვის მგზავრობის საფასური 50 თეთრია.

სკოლის მოსწავლეთათვის მგზავრობა უფასოა.

 

გააზიარე