სოფელ ძველ ანაგაში სპორტული მოედნის მშენებლობა მალე დასრულდება
სულ მალე ძველ ანაგას ახალი სპორტული მოედანი ექნება.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მალე დასრულდება.
სპორტული მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 363 306 ლარს შეადგენს.