ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

27 ივნისი, 2024
სოფელ ილიაწმინდაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოსამზადებელი სამუშაოები ხორციელდება და სულ მალე ასფალტო-ბეტონის გზის საფარი და სანიაღვრეები მოეწყობა.
პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და ჯამში 1.5 კმ გზის დაგებას ითვალისწინებს.

 

გააზიარე