ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სოფელ ქვემო ბოდბეში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია

10 ივლისი, 2024

სოფელ ქვემო ბოდბეში ე.წ პოლიკაანთ უბანში მოასფალტების სამუშაოები დასრულდა. ამ დრომდე შიდა საუბნო გზა მოსაწესრიგებელი იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

577 მეტრ მანძილზე დაიგო ორფენიანი ასფალტო-ბეტონი. გზის ორივე მხრიდან მოეწყო სანიაღვრეები.

დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი.

პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან, სულ 560 612 ლარით, დაფინანსდა.

 

გააზიარე