სოფელ ნუკრიანში საბავშვო ბაღის ეზოს რეაბილიტაცია
სოფელ ნუკრიანში, N17 საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ მერი მალხაზ ბეგიაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი.
პროექტი 256 კვ.მ ფართობის ეზოს რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მთის ფონდიდან 58 872 ლარით ფინანსდება.