სოფელ ანაგაში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გიორგი ბაღანაშვილი სოფელ ანაგაში, ხელოვნურსაფარიანი მინი სპორტული მოედნის მშენებლობას ადგილზე გაეცნენ.
პროექტის ფარგლებში სპორტულ მოედანზე ბალახის ხელოვნური საფარი დაიგება, მოეწყობა განათების სისტემა, დამონტაჟდება ფეხბურთისა და კალათბურთის კარი და ფარები, 50 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, ხოლო მოედანი მავთულ-ბადით შემოიღობება.
სამშენელო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 155 000 ლარია.