საკრებულოს სხდომები
დღეს, 3 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მეხუთე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა.
სიღნაღის ახლადარჩეული საკრებულოს, პირველი სხდომა სიღნაღის #13- ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ – მანანა მჭედლიშვილმა გახსნა.
მან სიტყვით მიმართა საკრებულოს წევრებს, არჩევნები შეაჯამა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების ერთიანი ოქმი წარდგინა და არჩევნების შედეგების დოკუმენტაცია ახლადარჩეული საკრებულოს უხუცეს წევრს - გია ქავთარაძეს გადასცა.
სხდომაზე, უმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე - დავით ჯანიკაშვილის კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით მეხუთე მოწვევის საკრებულომ, თავმჯდომარედ დავით ჯანიკაშვილი აირჩია.
საკრებულოს ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, პირველი მოადგილის ივანე მირიანაშვილის და მოადგილეების - ილია ბაიდოშვილისა და გია პავლიაშვილის კანდიდატურა დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა, წარმოდგენილი კანდიდატურები ფარული კენჭისყრის შედეგად ხმათა უმრავლესობით აირჩიეს.
დღევანდელ სხდომაზე საკრებულომ ცნობად მიიღო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ და ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაფუძნება. ასევე განსაზღვრა საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიიების პერსონალური შემადგენლობა და აირჩიეს კომისიის თავმჯდომარეები.
2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო 36 დეპუტატით დაკომპლექტდა. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, აქედან 12 მაჟორიტარული სისტემით, ხოლო 14 პროპროციული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკრებულოში – 9 დეპუტატით, ხოლო პარტია ,,საქართველოსთვის“ - საკრებულოში - 1 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
სხდომას სიღნაღის მერი, მალხაზ ბეგიაშვილი ესწრებოდა, რომელმაც საკრებულოს დეპუტატებს მიულოცა ღირსეული გამარჯვება და წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობაში და აღნიშნა, რომ ერთობლივი მუშაობით სიღნაღში ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდება.