ცხელი ხაზი : +995 551 50 22 88 საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთათვის

 

ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით მიყენებული ზარალისთვის დახმარება

 

 1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულებს მიეცემათ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით 30%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 5000 (ხუთი ათასი) ლარისა, ხოლო დამხმარე ნაგებობებზე მიყენებული ზარალისთვის არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა.

მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება  მერის  სახელზე   დამდგარი  ზიანიდან 30  კალენდარული  დღის  ვადაში;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

დ) ცნობა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;

ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან (სტიქიის შემთხვევაში).

ზიანის ოდენობას შესაბამისი დასკვნით განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახური, რომელიც   ხელმძღვანელობს  საქონლის  მოქმედი  საბაზრო  ფასებით.

2. ხანძრისა და სტიქიის შემთხვევაში, თუ ოჯახი დარჩა უსახლკაროდ და მას არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი ფართი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, სივრცითი

მოწყობის, მშენებლობის, არქიტექტურისა და ძეგლთა დაცვის  სამსახურის დასკვნის საფუძველზე, გაიცემა ყოველთვიური ფულადი თანხა ბინის ქირის უზრუნველყოფისათვის, არაუმეტეს 200 ლარისოდენობით.

აღნიშნული მომსახურებით სარგებლობისთვის სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) დაქირავებული ბინის (საცხოვრებელი ფართი) მესაკუთრის დამადასტურებელი დოკუმენტი –ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

დ) საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

 ე) ქირავნობის ხელშეკრულება;

 

გააზიარე