ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

1 ივნისი - ბავშვთა დაცვის დღე

31 May, 2024

სიღნაღის „ბულვარში“ ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

სკვერში მოსულ პატარებს ფერადი გარემო, მუსიკა და სხვადასხვა გასართობი სივრცეები დახვდათ. ჭადრაკის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეჯიბრში მიეღოთ მონაწილეობა. საბავშვო ბიბლიოთეკის მკითხველებმა საინტერესო მოთხრობები და ლექსები წარმოადგინეს.

ღონისძიება მუსიკალურად და ქორეოგრაფიულად ანსამბლ „ათინათის“ და მუსიკალური სკოლის მოსწავლეებმა გააფორმეს.

 ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ სახელოვნებო და საგანმანათლებლო მომსახურეობის ცენტრის, ა(ა)იპ სპორტის განვითარების ცენტრის, ა(ა)იპ სამუსიკო სკოლების გაერთიანების, ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის ორგანიზებით ჩატარდა.

 

გააზიარე