ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

1 ივნისი - წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებლის საქართველოში შემოსვლის დღე

1 ივნისი, 2023
1 ივნისს, წმინდა ნინოს, ქართველთა განმანათლებლის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება.
საზეიმო წირვა, ბოდბის დედათა მონასტერში, ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა აღავლინა.
სადღესასწაულო წირვას კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მრევლთან ერთად დაესწრნენ.
„სიღნაღის მუნიციპალიტეტში ნინოობა განსაკუთრებული სადღესასწაულო განწყობით აღინიშნება, რადგან უფლის წყალობით და დედა ნინოს ნებით მისი საბოლოო განსასვენებელი ჩვენს მუნიციპალიტეტშია. სწორედ ბოდბის მონასტრიდან ვულოცავ მართლმადიდებელ მრევლს, თითოეულ ქართველს ნინოობის დღესასწაულს“-აღნიშნა სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა.

 

გააზიარე