ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

3 ოქტომბერს სიღნაღის ეროვნული მუზეუმი ახალ გამოფენას გახსნის

30 სექტემბერი, 2022
ებრაელ მხატვართა ჯგუფური გაერთიანება „ახალი ბარბიზონი“ გამოფენას „ინდივიდუალურად კოლექტიური“ წარადგენს.
გამოფენაზე წარდგენილი ექსპოზიციები თანამედროვე ისრაელის ხელოვნებას ასახავს.
ურბანული პლენერი და სოციალური ცხოვრების აღწერა „ახალი ბარბიზონის“ არტისტების მთავარი მახასიათებელია. ამიტომ გამოფენისთვის საქართველოს ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს. ექსპოზიციის მიზანიც ესაა – საქართველოსა და ქართველ ვიზიტორებს გააცნოს ისრაელის გამორჩეული და უნიკალური თანამედროვე კულტურა.
ახალი საგამოფენო სივრცე 14:00 საათზე გაიხსნება.

 

 

გააზიარე