9 აპრილი
დღეს 9 აპრილის ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
მათ 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.
მსვლელობა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და მთავრობის რეკომენდაციის შესაბამისად ჩატარდა.