9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე
9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, რიგითმა მოქალაქეებმა, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დაღუპული მებრძოლების სულის უკვდავსაყოფად, გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი აღევლინა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 79-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების სახით - 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ.
მუნიციპალიტეტში ამჟამად მეორე მსოფლიო ომის მხოლოდ ერთი ვეტერანი ცხოვრობს, რომელსაც სიღნაღის მერია ამ დღის აღსანიშნავად ფულად საჩუქარს გადასცემს.