ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ა(ა)იპის ხელმძღვანელებთან შეხვედრა

16 ნოემბერი, 2021

✅ სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა მუნიციპალური ა(ა)იპის ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა.

✅ შეხვედრაზე თითოეული ორგანიზაციის მუშაობის სპეციფიკა, სამომავლო გეგმები და ინიციატივები, ასევე, 2022 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გასათვალისწინებელი პრიორიტეტული საკითხები განიხილეს.

✅ მალხაზ ბეგიაშვილმა ა(ი)პის ხელმძღვანელებს ეფექტური მუშაობისთვის ორგანიზაციის კონცეფციის, მიზნების და მოქალაქეების კეთილდღეობაზე მორგებული ინიციატივების შემუშავებისკენ მოუწოდა.

✅ „მადლობას გიხდით გაწეული მუშაობისთვის. მინდა სამომავლო თანამშრომლობისთვის ჩემი მოსაზრებები გაგიზიაროთ და გთხოვოთ, რომ მუნიციპალური ა(ი)პიების მენეჯმენტი დავხვეწოთ და შედეგზე ორიენტირებული მოქმედებები დავიწყოთ. თითოეულ ხელმძღვანელს მოგმართავთ თხოვნით, შეიმუშავეთ კონცეფციები, სამომავლო გეგმები და ინიციატივები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემდგომი ნაბიჯები მოქალაქეების საჭიროებებზე იყოს მორგებული, ასევე, მუნიციპალიტეტის განვითარებასა და წინსვლას უნდა ემსახურებოდეს,“-აღნიშნა მალხაზ ბეგიაშვილმა.

 

გააზიარე