ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ალოობა 2022

2 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტში 15-20 ივნისიდან ალოობა დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მერი მალხაზ ბეგიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათ დეტალურად განიხილეს ის საკითხები, რომელიც მოსავლის აღებასა და დაბინავებისთვის არის მნიშვნელოვანი.

დღეის მდგომარეობით მუნიციპალიტეტში ალოობისათვის დაახლოებით 41 ერთეული კომბაინია მობილიზებული, რაც საკმარისი იქნება პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის.

2022 წელს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში მარცვლეული კულტურის საერთო ფართობი 33 600 ჰექტარს შეადგენს, საიდანაც 24 800 ჰექტარი ხორბლის, 8540 ქერის, ხოლო 280 ჰექტარი შვრიის ნათესებია. 

 

გააზიარე