ანსამბლი ,,ლაშქრული“ შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე
სიღნაღის მუნიციპალიტეტის პროფესიული ანსამბლი ,,ლაშქრული“ ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე იმყოფებოდა.
ფესტივალი საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის და UNESCO-ს მხარდაჭერით გაიმართა.
ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალმა საქართველოს კუთხეებსაც უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში ქართული გასტრონომიული კულტურის, ხელნაკეთი და სხვა ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიების დასკვნით კონცერტზე კი ქართული ტრადიციული ქორეოგრაფიული და მუსიკალური ნომრები იხილა მაყურებელმა.
ანსამბლი „ლაშქრული“ მაყურებლის წინაშე „აფხაზური“, „ქალ-ვაჟთა მთიულური“ და „მოხეური“ ცეკვებით წარდგა და დიდი მოწონება დაიმსახურა.