ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალგაზრდულ საკითხთა განვითარების სტრატეგიის საჯარო განხილვა

5 დეკემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, "სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკითხთა განვითარების სტრატეგია 2024-2030" საჯარო განხილვა გაიმართა.
საჯარო განხილვაზე წარმოდგენილი იყო მუნიციპალიტეტის ხედვა ახალგაზრდულ საქმეთა მიმართულებით.
ღონისძიებას უამრავი დაინტერესებული პირი ესწრებოდა, რომელთაგან უმეტესობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები იყვნენ.
პრეზენტაცია სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა გახსნა, რომელმაც შესავალ სიტყვაში ისაუბრა ახალგაზრდული მიმართულების მნიშვნელობაზე.
საკითხით დაინტერესებულ პირებს "სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ საკითხთა განვითარების სტრატეგია 2024-2030" ნახვა შეუძლიათ მითითებულ ბმულზე: https://shorturl.at/bKQ15

 

გააზიარე