ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი ჩატარდა

17 სექტემბერი, 2023
გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის ორგანიზებით და სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის აქტიური მხარდაჭერით, სიღნაღელი ახალგაზრდებისთვის საბაზისო სალაშქრო-სამხედრო მომზადების კურსი მეორედ ჩატარდა.
კურსი თითქმის 2 თვის განმავლობაში გრძელდებოდა, რომელიც ლექციებს და საველე გასვლებს მოიცავდა. კურსის განმავლობაში, მონაწილეებმა ძალიან მნიშვნელოვანი ცოდნა და უნარ-ჩვევები შეიძინეს.
ლეგიონის წარმომადგენელთა თქმით სწავლება ათმა კურსანტმა წარმატებით დაასრულა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წელს სიღნაღის მერიასა და ლეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ადგილობრივი ახალგაზრდების სამხედრო-მოხალისეობრივ აქტივობებში ჩართვას, კრიზისული სიტუაციებისთვის მომზადებას და მათ აღზრდა-განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნაში ხელშეწყობას ითვალისწინებს.

 

გააზიარე