ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი გამოფენა სიღნაღის მუზეუმში

9 დეკემბერი, 2022
დღეს, სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია 2021-2022 ნაწილი III“ გაიხსნა.
საგამოფენო დარბაზში ალექსანდრე ბერდიშევის,ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქიანის, ბესიკ არბოლიშვილის, გელა ზაუტაშვილის, გიორგი მირზაშვილის, გია ხუციშვილის, დავით ალექსიძის, დათო სულაკაურის, ეკატერინე გელოვანის, ზაზა ბერძენიშვილის, ზურა აფხაზის, ზურაბ გიკაშვილის, თამუნა მელიქიშვილის, თემურ თათანაშვილის, კახა ტატიშვილის, კოკა ცხვედიანის, ლევან მარგიანის, ლევან ჭიჭინაძის, ლევან ჭოღოშვილის, ლევან ხარანაულის, ლეილა შელიას, მალხაზ დათუკიშვილის, მამუკა მიქელაძის, ნუგზარ ნათენაძის, ტატო ახალკაციშვილის, ქეთევან მატაბელის, ყარამან ქუთათელაძის ნამუშევრები გამოიფინა.
შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო.
ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს. შეძენილია 1950-1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია.
ახალი კოლექციის გამოფენა სიღნაღის მუზეუმში 9 თებერვლამდე გასტანს.

 

გააზიარე