ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი სასწავლო წლის დაწყება

15 სექტემბერი, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რესურსცენტრის უფროსთან ლია ბეჟაშვილთან ერთად, საჯარო სკოლებს ეწვია.
მალხაზ ბეგიაშვილი და ლია ბეჟაშვილი სოფელ ძველი ანაგისა და წნორის №3 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სტუმრებმა მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
ქალაქ წნორის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეები სასკოლო განათლებას ახლად რეაბილიტირებულ შენობაში მიიღებენ.
მიმდინარე წელს სასწავლო სახელმძღვანელოებს საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე, ხოლო კერძო სკოლების მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ოჯახის ბავშვები მიიღებენ.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყო.

 

გააზიარე