ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი სკვერის მშენებლობა წნორში

4 ივლისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორში რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალი დასასვენებელი სკვერის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამშენებლო სამუშაოები სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით დურგლიშვილმა და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და მუშაობის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

ამ დროისთვის ახალი სკვერის ტერიტორიაზე წყლის სისტემების მოწყობა და შემოღობვა მიმდინარეობს.

პროექტი 1 ჰექტრის ფართობზე სკვერის, შადრევნის, გამწვანების, სარწყავი სისტემის, ასევე საბავშვო და სატრენაჟორო სივრცის, ამფითეატრისა და განათების მოწყობას ითვალისწინებს.

პროექტის მიზანია როგორც დასვენებისა და განტვირთვისთვის რეკრეაციული სივრცის შექმნა, ასევე, მუნიციპალიტეტის მიმზიდველობის გაზრდა, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და საინვესტიციოდ მიმზიდველი გარემოს შექმნა, ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში მოიტანს ინვესტორთა გაზრდილ ინტერესს ქალაქ წნორის მიმართ, არსებული ბიზნესის შემოსავლების ზრდას და რაც მთავარია, მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებას.

 

გააზიარე