ახალი სპორტული მოედანი ქალაქ სიღნაღში
მალე, ქალაქ სიღნაღს ახალი სპორტული მოედანი ექნება.
სიღნაღში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა დაიწყო.
ამ დროისთვის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
სათამაშო მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 460 012 ლარი დაიხარჯება.