ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახალი სპორტული მოედანი სოფელ ძველ ანაგაში

6 მარტი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.
სამშენებლო სამუშაოებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერ მალხაზ ბეგიაშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით ჯანიკაშვილთან ერთად გაეცნო.
ამ დროისთვის უკვე დასრულებულია საძირკვლის სამუშაოები და მოედნის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.
სპორტული მოედნის მშენებლობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის ჯამური ღირებულება 363 306 ლარს შეადგენს.

 

გააზიარე