ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ახლადარჩეული მერის უფლებამოსილება

1 ნოემბერი, 2021

სიღნაღის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი, მალხაზ ბეგიაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას ოფიციალურად შეუდგა.

"კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ნდობისთვის. წინ ოთხი რთული, მეტად საპასუხისმგებლო და საინტერესო წელი გველოდება. მჯერა, რომ ჩემი მერად ყოფნის ბოლოს ბევრ ხელშესახებ სიკეთეს დავუტოვებ ჩემს საამაყო და საყვარელ სიღნაღის მუნიციპალიტეტს და აქ მცხოვრებ ჩემთვის ძვირფას მოქალაქეებს," განაცხადა მალხაზ ბეგიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ის თვითმმართველობის არჩევნებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ, მერის პოზიციაზე იქნა არჩეული. 

 

გააზიარე