ბავშვთა სტუდია „მშვიდობის“ შემოქმედებითი საღამო
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლაში ბავშვთა სტუდია „მშვიდობის“ სადებიუტო შემოქმედებითი საღამო გაიმართა.
ანსამბლის წევრები მსმენელების წინაშე ქართული ფოლკლორული სიმღერებით პირველად წარსდგნენ.
ღონისძიებას ადგილობრივი თითმმართველობის წარმომადგენლები, სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ბავშვთა სტუდია „მშვიდობა“ რამდენიმე თვეა რაც დაარსდა. სამომავლოდ, სტუდია მსურველებს სხვადასხვა მუსიკალური საკრავების შემსწავლელ წრეებს და ტრადიციული ქართული საგალობლების შესწავლას შესთავაზებს.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა ბავშვთა სტუდია „მშვიდობას“ და მის ხელმძღვანელს მარიამ ტალიაშვილს ულოცავს სადებიუტო საღამოს და წარმატებებს უსურვებს.