ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2022“

23 May, 2022

დღეს ქალაქ სიღნაღის თეატრში ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2022“ გაიხსნა.

საზეიმო გახსნას სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

მალხაზ ბეგიაშვილმა ფესტივალში მონაწილე ბავშვთა თეატრალურ დასებს და სტუმრებს ფესტივალის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქალაქ სიღნაღისთვის დიდი პატივია უმაპინძლოს ბავშვებს არა მარტო საქართველოდან, არამედ ევროპიდან.

ბავშვთა თეატრალური ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 25 მაისს საზეიმოდ დაიხურება.

ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით ტარდება. 

 

გააზიარე