ბავშვთა თეატრალური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
ბავშვთა თეატრალური ფესტივალი „ქიზიყი 2023“ საზეიმოდ დაიხურა.
დაჯილდოების ცერემონიალს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გოჩა ვარდიაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ესწრებოდნენ.
გოჩა ვარდიაშვილი ფესტივალში მონაწილე ბავშვთა თეატრალურ დასებს სცენიდან მიესალმა და საუკეთესო სპექტაკლის ნომინაციაში გამარჯვებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის #1 საჯარო სკოლის თეატრალური დასი „სალაღობო“ საბავშვო სიგელით დააჯილდოვა.
ფესტივალზე სხვადასხვა ნომინაციები იყო დაწესებული, რომელიც მოწვეულმა სტუმრებმა რეჟისორებს და ფესტივალის მონაწილეებს საზეიმოდ გადასცეს.
ბავშვთა თეატრალური ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 12 თეატრალური დასი იღებდა მონაწილეობას.
ღონისძიება სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის და ააიპ „კულტურის და ხელოვნების ცენტრის“ ორგანიზებით მრავალი წელია ტარდება.