ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების წარმომადგენლების შეხვედრები მოსახლეობასთან

29 ნოემბერი, 2022
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების წარმომადგენლები სოფლებში გასვლით შეხვედრებს მართავენ.
საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები სიღნაღის, ძველი ანაგის, ბოდბისხევის, ერისიმედის, და ტიბაანის საჯარო სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გაიმართა.
ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილების თანამშრომლები სოფელ ტიბაანში სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ. მათ ბავშვთა უფლებების, მათ შორის კიბერბულინგის (როგორც სამართლებრივ, ასევე, ფსიქო-ემოციურ ჭრილში) შესახებ ისაუბრეს და პრევენციული ზომები განიხილეს.
ახალი სტრუქტურული ერთეულის შექმნის მიზანია პრობლემის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, არსებული საფრთხეების პრევენცია, ბავშვის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლების დაცვა, ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში შენარჩუნება და ოჯახების მხარდაჭერა.

 

 

გააზიარე