ბიუროს სხდომა - სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დღეს, 17 დეკემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, ბიუროს წევრებმა საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცეს, რომელიც 2021 წლის 20 დეკემბერს 12:00 საათზე სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში (მისამართი: ქ.სიღნაღი, დავით აღმაშენებლის მოედანი #2 ) გაიმართება.
ბიუროს სხდომა
დღის წესრიგი:
1. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის პირველი კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
2. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
3. ,,სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის პროფესიულ საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“;
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 16 ივნისის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ;
მომხსენებელი: მზია სუხიშვილი.
4. საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
5. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ელექტროკარდიოგრაფის აპარატის CEO120-3 არხიანი, მასალით კომპლექტში, პირდაპირი წესით უსასყიდლო სარგებლობის უფლებით (თხოვება) სოფ. საქობოს საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმისათვის გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
6. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ;
მომხსენებელი: მალხაზ ქადაგიშვილი, ზურაბ მინდორაშვილი.
7. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2022 წელს განსახორციელებელი საპროექტო წინადადების მოწონების შესახებ.
მომხსენებელი: ზურაბ კახეთელიძე, ირაკლი ზურაშვილი.