ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბლოგის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება

5 მარტი, 2024
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, კულტურის, განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსთან ხათუნა აღამონაშვილთან და ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლებთან ერთად, ბლოგის კონკურსის - „საინტერესო ფაქტები წმინდა ნინოს ცხოვრებიდან“ გამარჯვებულ მოსწავლეებს შეხვდა.
მალხაზ ბეგიაშვილმა გამარჯვებულ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და სერთიფიკატებთან ერთად ფასიანი საჩუქრები გადასცა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ტურიზმის, საგარეო ურთიერთობის და საერთაშორისო პროექტების განყოფილებამ იანვარში საგანმანათლებლო ბლოგის კონკურსი - „საინტერესო ფაქტები წმინდა ნინოს ცხოვრებიდან“ გამოაცხადა, რომელშიც პირველი ადგილი ლიზი შელიამ (ნუკრიანის N1 საჯარო სკოლა), მეორე - ანანო მაზიაშვილმა (ნუკრიანის N2 საჯარო სკოლა), ხოლო III - სალომე ბუწაშვილმა (ბოდბის N1 სკოლა) დაიკავა.

 

გააზიარე