ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოდბისხევში "საწყობების" გზის რეაბილიტაცია

9 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში შიდა ე.წ. „საწყობების“ საუბნო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.

ამ დროისთვის ასფალტის ფენა იგება და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 345 802 ლარია, 458 მ. სიგრძეზე ასფალტის საფარის დაგებას და სანიაღვრე არხის მოწყობას ითვალისწინებს.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

რეაბილიტირებული გზით მოსახლეობა ივლისის თვიდან ისარგებლებს. 

 

 

გააზიარე