ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოდბისხევში შიდა გზების რეაბილიტაცია დასრულდა

2 აგვისტო, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში შიდა ე.წ. „საწყობების“ და „სადალაქოს“ საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის გზის საფარის, ჩიხებსა და ეზოებში შესასვლელების მოასფალტება და სანიაღვრეების მოწყობა განხორციელდა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 670 000 ლარი იყო, მთლიანობაში 790 მ. მანძილზე ასფალტო-ბეტონის გზის საფარის დაგებას და სანიაღვრის მოწყობას ითვალისწინებდა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საუბნო გზები წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.

 

 

გააზიარე