ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოდბისხევში შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია

8 ივნისი, 2022

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს.

სოფელ ბოდბისხევში შიდა - ე.წ. „სადალაქოს“ უბნის გზის რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.

ამჟამად ასფალტის პირველი ფენა დაიგო და სანიაღვრე სისტემის მოწყობა მიმდინარეობს.

შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომელზეც 324 159 ლარი დაიხარჯება.

განახლებული გზით მოსახლეობა ივლისიდან ისარგებლებს.

#რეგიონშიგანსახორციელებელიპროექტებისფონდი

#საგზაონფრასტრუქტურისმოწყობა

 

გააზიარე