ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ბოლო ზარი ნუკრიანის N1 საჯარო სკოლაში

23 May, 2022

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სოფელ ნუკრიანის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ და სკოლის დამამთავრებელ საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ.

მალხაზ ბეგიაშვილმა მეთორმეტეკლასელებს სკოლის დამთავრება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„სიღნაღის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 274 მოსწავლემ დაამთავრა სკოლა. მინდა ყველა მეთორმეტეკლასელს მოგილოცოთ ასეთი საზეიმო დღე. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი თქვენს ცხოვრებაში. სამომავლოდ, პროფესიის არჩევისას და საქმიანობისას ძალიან მნიშვნელოვანია გახდეთ პროფესიონალები და თქვენზე დაკისრებული საქმე გულმოდგინედ შეასრულოთ. მინდა გისურვოთ წარმატებები და პროფესიული წინსვლა სამომავლო საქმიანობაში ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ,“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, მალხაზ ბეგიაშვილმა.

 

გააზიარე