ცხელი ხაზი : საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

12 April, 2023
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 2021-2022 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაწესებული ჯილდო 45 მოსწავლეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა, მერმა მალხაზ ბეგიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ჯანიკაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.
მალხაზ ბეგიაშვილმა წარჩინებულ მოსწავლეებს წარმატებები უსურვა და მათი ხელშეწყობისა და თანადგომისთვის მზაობა გამოთქვა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლია ბეჟაშვილმა სკოლის მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და მოსწავლეებს წარმატებები უსურვა.
აღნიშნული პროგრამა ვრცელდება იმ მოსწავლეებზე, რომლებმაც 2021-2022 სასწავლო წელს, საბაზისო საფეხური წარჩინებით დაძლიეს და რომელთა საფეხურის ქულა შეადგენს ათს.

 

გააზიარე